საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
ჩვენს შესახებ
ტურისტული ორგანიზაცია „ჯეო ტურიზმის“ სასწავლო ცენტრი ორიენტირებულია ტურისტულ და სასტუმრო ინდუსტრიაში პრაქტიკული და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი კურსების სწავლებაზე.
ჩვენი მისია
საქართველოში ტურიზმის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრის არსებობა. ჩვენი მისია ხელი შეუწყოთ სტუმართმასპინძლობის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს აიმაღლონ ცოდნა.
დისტანციური სწავლება
გარდა სტანდარტული სწავლებისა, სასწავლო ცენტრი პირველად საქართველოში ექსკლუზიურად სთავაზობს მომხმარებელს დისტანციურ სწავლებას. მსმენელებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსები ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს.
სერთიფიკატი
კურსის გავლის შემდგომ და ტესტირების წარმატებულად ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა ორ ენოვანი სერთიფიკატი.
დისტანციური სასწავლო კურსის გავლის შემთხვევაში, კურსდამთავრებულები სერტიფიკატს ფოსტით (საქართველოს ფოსტა) მიიღებენ.
პერსონალი
სასწავლო კურსებს უძღვებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც სალექციო პრაქტიკის პარალელურად ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ ტურიზმის ბიზნესში და უშუალოდ ჩართული არიან სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში.